საზოგადოება
წვიმა და ქარი, როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართელოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

უწყების ინფორმაციით, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google