საზოგადოება
საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ  საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა ხვალ დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდიბა.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google