საზოგადოება
კორონავირუსით 79 360 ადამიანია ინფიცირებული
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, დაავადება 32 ქვეყანაშია გავრცელებული. ყველაზე მეტი – 77 169 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, ჰონგ-კონგში–74, მაკაოში– 10.

ჩინეთის გარეთ 31 ქვეყანაში დაფიქსირებულია 2 107 დადასტურებული შემთხვევა: ეგვიპტე 1, ტაილანდი 35, იაპონია 144, სინგაპური 89, ტაივანი 28, მალაიზია 22, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 763, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 13, ვიეტნამი 16, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ქუვეითი 3, ირანი 43, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, ბაჰრეინი 1, ისრაელი 2, ლიბანი 1, საფრანგეთი 12, გერმანია 16, იტალია 132, გაერთიანებული სამეფო 13, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 2, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 35, კანადა 9, ავსტრალია 22. საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია 691.

| Print |
FaceBook Twitter Google