საზოგადოება
„გლეხური ბაზარი“ კვირას გაიხსნება - რას აპირებენ გარემოვაჭრეები
კვირას, პირველ მარტს გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი “ იხსნება. პარალელურად აიკრძალება გარე ვაჭრობა. თუმცა გარემოვაჭრეების ნაწილი, უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლას არ აპირებენ.

„არ შევალთ იმიტომ, რომ დახლები ერთმანეთზეა მიდგმული, საქონლის დალაგება და რეალიზაცია გაჭირდება. გარდა ამისა, არ არის იმის საშუალება, რომ მანქანა შიგნით გავაჩეროთ. მანქანებიდან საქონელი მეშოკით როგორ უნდა ვეზიდოთ?! გარდა ამისა, თუ ნორმალური ვაჭრობა არ მექნება, ბაჟის გადახდა მაინც მომიწევს, რაც უკვე ხარჯი და ზარალია,“ - განაცხადეს მათ.

მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ბაზარში ყველა პირობა არსებობს ვაჭრობისთვის.
„უკვე ვიყავი და მოვინახულე ბაზარი. გარემოვაჭრეების და ჩემი მხრიდანაც პირობა იყო, რომ მოწესრიგებულ ბაზარში შევიდოდნენ და ეს შევასრულეთ. როგორც ბაზრის ხელმძღვანელობამ ამიხსნა, ტერიტორია უკვე მზად არის მოვაჭრეების მისაღებად და იმაზე მეტი რაოდენობის ხალხს დაიტევს, რაც მანამდე იყო შესაძლებელი. არის აგრეთვე საპარკინგე ადგილი, სადაც შეიძლება საბითუმო ვაჭრობაც მოეწყოს. ბაზარი ყველა სანიტარულ ნორმას დააკმაყოფილებს. რაც შეხება გარემოვაჭრეებს, მათ შევხვდებით და გავესაუბრებით. ბევრჯერ გვქონდა მათთან საუბარი და ობიექტური მიზეზების გამო, ყოველთვის კომპრომისზე მივდიოდით. დღეს ეს პრობლემა უკვე არ არსებობს. ამიტომ ყველა ვალდებულია, დაიცვას სისუფთავე გურჯაანის ცენტრალურ ქუჩებზე.“

მისივე თქმით, გაფრთხილების შემდეგ, თუკი გარემოვაჭრეები მაინც არ შევლენ ბაზრის ტერიტორიაზე, მათ მიმართ შესაბამისი სანქციები განხორციელდება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან
საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა
მოგვიანებით გაიხსნება.
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა მოგვიანებით გაიხსნება.
17:31 / 05.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14:02 / 05.06.2020
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი
გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს
კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს
პრობლემების განხილვას.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.
12:13 / 05.06.2020
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით,
ამჟამად ობიექტზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ამჟამად ობიექტზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
15:35 / 04.06.2020
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
გარეჯობა მოძრავი დღესასწაულია და ამაღლების მეორე ხუთშაბათს
აღინიშნება.
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. გარეჯობა მოძრავი დღესასწაულია და ამაღლების მეორე ხუთშაბათს აღინიშნება.
15:29 / 04.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3422
USD
USD
1
2.9841
GBP
GBP
1
3.7394
TRY
TRY
1
0.4413
RUB
RUB
100
4.3130
ამინდი
გურჯაანი 15 / 30 °C
img
საგარეჯო 13 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 28 °C
img
სიღნაღი 14 / 31 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 30 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.