საზოგადოება
სოფელ მელაანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით საქართველოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

ესენია: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანი,დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები– დვანი და კნოლევი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები – სპეთი და ჭალოვანი.

უწყების ინფორმაციით, კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა გააუმჯობესებს კიდევ ექვსი სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალურ ფონს, ხელს შეუწყობს ამ დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
ამ დრომდე, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246,012 მოქალაქე.

მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე.


| Print |
FaceBook Twitter Google