საზოგადოება
კახეთში 3 და 8 მარტს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2 მარტიდან 16 მარტამდე - საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებები ეტაპობრივად ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი მუდმივ სამუშაო რეჟიმში იმუშავებს და კოორდინირებას გაუწევს საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარებას.

„გვქონდა გაფართოებულ რეჟიმში საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. ვიმყოფებით მუდმივ კოორდინაციაში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვმოქმედებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გაცემული კონკრეტული მეთოდოლოგიისა და მითითებების გათვალისწინებით“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კახეთის რეგიონში, თავშეყრის ადგილების თავიდან აცილების მიზნით, 3 და 8 მარტის მასშტაბური, სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკოორდინაციო ჯგუფის წევრები: მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოების ხელმძღვანელი პირები.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
26 მაისს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918
წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
26 მაისს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
10:55 / 26.05.2020
დღეიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ზოგიერთი შეზღუდვა
მოიხსნა, თუმცა, ზოგიერთი კვლავ ძალაშია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აკრძალული და ნებადართული
საქმიანობის ჩამონათვალს აქვეყნებს.
დღეიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, ზოგიერთი კვლავ ძალაშია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აკრძალული და ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს აქვეყნებს.
23:39 / 23.05.2020
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე მთასთან დამაკავშირებელი
ერთადერთი საავტომობილო მაგისტრალი ზვავისგან და ჩამოსული მეწყერისგან
ისევ ჩაკეტილია, ამიტომ მეცხვარეები მთაში ცხვრის გადარეკვას ვერ
ახერხებენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე მთასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მაგისტრალი ზვავისგან და ჩამოსული მეწყერისგან ისევ ჩაკეტილია, ამიტომ მეცხვარეები მთაში ცხვრის გადარეკვას ვერ ახერხებენ.
13:43 / 23.05.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,
ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ამ ეტაპზე ველისციხის და
ბოდბისხევის საკვირაო ბაზები დროებით დაკეტილია, თუმცა ბაზრის
ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზეა კახეთის გუბერნატორის
ადმინისტრაცია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ამ ეტაპზე ველისციხის და ბოდბისხევის საკვირაო ბაზები დროებით დაკეტილია, თუმცა ბაზრის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზეა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
16:22 / 22.05.2020
კახეთში კორონავირუსზე გამოსაკვლევად ნიმუშების აღება კვლავ
მიმდინარეობს როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის
სივრცეებიდან.
კახეთში კორონავირუსზე გამოსაკვლევად ნიმუშების აღება კვლავ მიმდინარეობს როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
11:21 / 22.05.2020
სხვა ამბები
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
უძველეს სამარხებში, რომელთა შესწავლაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში დღეს დაიწყეს, ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.
23:26 / 01-05-2020
განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, რადგან ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
18:46 / 24-04-2020
დღეს საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღთან დაკშვრებით თქვენთვის საინტერესო ტესტი მოვამზადეთ. შეამოწმეთ თქვენი თავი, რამდენად კარგად იცით ქართული ენის გრამატიკა.
15:01 / 14-04-2020
ბოლო თვენახევრის განმავლობაში აქტიურად განვიხილავთ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ქვეყანა აღნიშნული ვირუსის გამო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. უპასუხეთ კითხვებს და გაიგეთ, რა ინფორმაცია გაქვთ კორონავირუსსა და საკომენდანტო საათზე.
14:41 / 11-04-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები სწავლა-აღზრდის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა თევდორაშვილი speqtri.ge-სთან განმარტავს, დისტანციური აქტივობების განხორციელების თაობაზე წერილი განათლების სამინისტროსგან მიიღეს.
14:20 / 09-04-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4801
USD
USD
1
3.1916
GBP
GBP
1
3.8890
TRY
TRY
1
0.4687
RUB
RUB
100
4.4615
ამინდი
გურჯაანი 12 / 28 °C
img
საგარეჯო 12 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 12 / 27 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 28 °C
img
თელავი 12 / 26 °C
img
ახმეტა 11 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.