საზოგადოება
გურჯაანის მერიაში 3 პოზიცია კვლავ ვაკანტური დარჩა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში 17 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი დასრულდა. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, მაია ლალიაშვილის განმარტებით, 14 ადგილი შეივსო, სამი კი - კვლავ ვაკანტურია.

„კონკურსი მიმდინარე წლის 13 იანვარს გამოცხადდა. 25 თებერვლიდან 14 საჯარო მოხელე უკვე შეუდგა მუშაობას განსაზღვრულ თანამდებობებზე. აქედან სამი სამსახურის უფროსია. მათ შორის, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა ანა კუტიბაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსად - რამაზ ქიტიაშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად - ლევან წინწალაშვილი. ასევე დაინიშნა მერის წარმომადგენელი ველისციხესა და გურჯაანში. “

მისივე თქმით, ვაკანტური დარჩა: უფროსი სპეციალისტის პოზიცია კულტურის სამსახურში, ინფრასტქრუტურის სამსახურში კი ვაკანტურია 2 პოზიცია - სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში, ასევე სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში. მაია ლალიაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში ამ ვაკანსიებზე კონკურსი კვლავ გამოცხადდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კონკურსი / მერია /