საზოგადოება
საძოვრებთან დაკავშირებით ყვარელში მოსახლეობამ აქცია გამართა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ზინობიანის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სოფლის კუთვნილი საძოვრების გაახვისებას აპროტესტებდნენ.


მათი თქმით, 50 ჰექტარი საძოვარი 2000 წელს მათ 49 წლიანი იჯარით გადაეცათ და გადასახადსაც იხდიდნენ. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა საძოვრების ნაწილი 2016 წელს აუქციონზე მათგან მალულად გაიყიდა. მოსახლეობამ სადაო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს 5 წლის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არაა მიღებული.

აქციის მონაწილეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. მისი განმარტებით 2000 წელს იჯარით გაცემულ სსაძოვარზე სავარაუდოდ მონაცემთა ბაზაში რეგიატრაცია არ არსებობდა რის გამოც ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს გაასხვისა. როსტომ სესიაშვილი აქციის მონაწილეებს გასხვისების საკითხში გარკვევას და ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ყვარელი /