საზოგადოება
სკოლებში გაცდენილი საათები ანაზღაურდება
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით ადრე, 2 მარტიდან დაიწო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გაცდენილი საათები ანაზღაურდება.
„დღეს ვხვდები სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს. სამინისტროდანაც გვაქვს ბრძანება, რომ უნდა მოხდეს გაცდენილი ოთხი დღის ანაზღაურება, ოღონდ არა საზაფხულო არდადეგების ხარჯზე, სავარაუდოდ, არასამუშაო დღის ხარჯზე ანაზღაურდება.“

შეგახსენებთ, რომ არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში დროზე ადრე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადდა.


| Print |
FaceBook Twitter Google