საზოგადოება
ვირუსის გავრცელების საფრთხის შემთხვევაში შეიძლება არდადეგები გახანგრძლივდეს
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემთხვევაში, სკოლებში არდადეგების თარიღი გადაიხედოს.


„ჯერ არ განვიხილავთ, რომ 16 მარტის შემდეგაც გადაიდოს სასწავლო პროცესი, ამას გვიჩვენებს სიტუაცია. ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება ქვეყანაში დადგება, და ნებისმიერი ადამიანი, მოსწავლე თუ სტუდენტი დადგება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე. შესაბამისად, იმ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რასაც მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო”, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

შეგახსენებთ, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებაში და ბაღებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდეა გადადებული.



| Print |
FaceBook Twitter Google