საზოგადოება
დედოფლისწყაროში საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა
დედოფლისწყაროში საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კორონავირუსის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო, სასწავლო და საჯარო დაწესებულებები, ჩატარდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების შეხვედრები და სხვა.

საქართველოს ხელისუფლება რეგიონებთან კოორდინირებულ რეჟიმში COVID-19-ის ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს და ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, თითოეულმა მოქალაქემ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები მკაცრად უნდა დაიცვას.

| Print |
FaceBook Twitter Google