საზოგადოება
სკოლის დირექტორობის მსურველთა სრტიფიცირების პირველი ეტაპი გადაიდო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2020 წლის 6 და 7 მარტს არ ჩატარდება.


„ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2020 წლის 06 და 07 მარტს არ ჩატარდება. განახლებული ინფორმაცია ვებ გვერდზე განთავსდება 2020 წლის 20 მარტისთვის.დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).“-ნათქვამია განცხადებაში

| Print |
FaceBook Twitter Google