საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აღწერა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ლევან წინწალაშვილის განმარტებით, მერია აღწერას თავისი მიზნების სწორად და გამართული მუშაობისთვის აკეთებს.

„ამ პროცესის მიზანია დავინახოთ რამდენია ჩვენი მოსახლეობა, ვნახოთ როგორია მიგრაცია, შობადობა, სიკვდილიანობა და ა.შ. შევადაროთ გასულ წლებს. პარალელურად, კეთდება ნაკვეთების აღწერა, რადგან გავცემთ შესაბამის ადგილწარმოების ცნობას იმ ადგილებში მოყვანილ პროდუქტზე. სწორედ ამისთვის გვჭირდება ინფორმაცია. ჩვენ დავინახეთ ამის საჭიროება და ვაახლებთ ბაზებს.“

მისივე თქმით, აღწერა გასულ წელსაც ჩატარდა, თუმცა, ამჯერად უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google