საზოგადოება
ფოთლის ღია წესით დაწვაზე სანქციები მკაცრდება
ნედლი და ხმელი ფოთლების ადგილზე დაწვის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როგორც იურიდულ, ასევე ფიზიკურ პირებზე სანქცია მოქმედებს.


გარემოს დაცვით ზედამხედველობით სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფიზიკური პირისთვის ნებისმიერი ტიპის ნარჩენების, მათ შორის ფოთლებისა და საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია. ამისათვის ჯარიმა 200–დან 500 ლარამდე განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირებისთვის – თანხა 500–დან 1000 ლარამდეა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში ჯარიმა 5 000-დან 15 000 ლარამდე იზრდება. ცვლილება იურიდიულ პირებს, საწარმოებსა და ბიზნეს ოპერატორებს შეეხებათ. კანონპოექტის დამტკიცების სავარაუდო პერიოდი 2020 წლის მაისია.


| Print |
FaceBook Twitter Google