საზოგადოება
გურჯაანში დღეიდან გარევაჭრობა აღარ იქნება
დღეს გურჯაანის ქუჩებში გარევაჭრობა აიკრძალა. მოვაჭრეების ნაწილი, დილიდან ახლადრეაბილიტირებულ „გლეხურ ბაზარში“ უკვე შევიდა.

როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს. აღებულია გარემოვაჭრების დახლები. დილიდან სიტუაციას მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.
შეგახსენებთ, რომ რეაბილიტირებული „გლეხური ბაზარი“ ერთი კვირაა რაც ფუნქციონირებს, გარე მოვაჭრეებს კი ქუჩაში ვაჭრობის ნება 8 მარტის ჩათვლით ჰქონდათ.

| Print |
FaceBook Twitter Google