საზოგადოება
გურჯაანის საჯარო სკოლებს დეზინფექცია უტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად პროცესი მეოთხე სკოლაში მიმდინარეობს.

„დასრულდა უკვე პირველი, მეორე და მესამე სკოლის შეწამვლა. ამის შემდეგ გადავლენ სოფელ გურჯაანისა და კარდენახის მიმართულებით. პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. შეწამლვიდან 24 საათი მაინც უნდა გავიდეს, რომ შენობაში შესვლა შესაძლებელი იყოს.“
დალი მინდიაშვილის თქმით, არდადეგების პერიოდში პედაგოგები არ ივლიან სკოლაში, ადგილზე მხოლოდ დირექციის წარმომადგენლები იქნებიან.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის კიდევ ერთი კვირით გადადებას, რის შესახებაც საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ, დალი მინდიაშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქციები ჯერჯერობით არ მიუღია.


| Print |
FaceBook Twitter Google