საზოგადოება
კორონავირუსით კიდევ რვა ინფიცირებულია, მათ შორის - ბავშვი
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი სავარაუდოდ 12 წლის ბავშვია.ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების უკვე 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.


კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 46 პაციენტი.  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს მსოფლიოში 4 095 ადამიანი ემსხვერპლა, 116 736 დაინფიცირდა, 64 752 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID – 19 მსოფლიოს 115 ქვეყანაშია გავრცელებულ

| Print |
FaceBook Twitter Google