საზოგადოება
ცხოველთა დამცველებმა გურჯაანში აქცია გამართეს
დღეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოსთან ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს.

ისინი ბოლო დროის მანძილზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველების სასტიკად მოკვლის ფაქტების გამოძიებას ითხოვდნენ. ცხოველთა დამცველის თინათინ ჯოლოხავას თქმით, მოკლე დროში კახეთში ათი ფაქტი დაფიქსირდა.
„გვინდა ცხოველებზე სასტიკი მოპყრობა შეწყდეს. რამდენიმე დღის წინ ჩუმლაყში სასტიკად მოკლეს მეძუძური ძაღლი, რომელსაც ხუთი ლეკვი დარჩა. რეგიონში ზოგადად, ამ კუთხით მძიმე მდგომარეობაა. დღეს ჩამოვედით, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. გვინდა ბოლოს და ბოლოს, აღიძრას საქმე და მკვლელი დაისაჯოს. არასრულწლოვნები დადიან კისტის თოფებით, ხოცავენ ძაღლებს და ამაზე მოქალაქეები თვალს ხუჭავენ. არ გვინდა ჩვენი შვილები, დები, ძმები ამ ყველაფრის მომსწრეები გახდნენ და ასეთ საზოგადოებაში გაიზარდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ მანიაკები ჯერ ცხოველებს ხოცავენ და მერე ადამიანბზეც გადადიან. “

აქციას პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ისინი შეხვდნენ მონაწილეებს და საქმის მასალები გააცნეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / გურჯაანი /