საზოგადოება
აქცია ჰერეთისკარში - მოსახლეობას წყალი სამი თვეა არ მიეწოდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო სამი თვეა სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ.
მათი თქმით, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ლაგოდეხის მერია, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ვერ გადაჭრეს.

აქციის მონაწილეებს შეხვდა ლაგოდეხის მერი. მისი თქმით, პრობლემა შექმნა მშრალმა ამინდა, რის გამოც წყლის დებეტი არასაკმარისია. 

მდივნიშვილის ინფორმაციითვე, ერთ კვირაში წყალმომარაგების კომპანია ჭაბურღილების გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებს, თუმცა როდის დასრულდება კონკრეტული სამუშაოები და როდის მიიღებს მოსახლეობა წყალს, უცნობია.


| Print |
FaceBook Twitter Google