საზოგადოება
გურჯაანის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს სადეზინფექციო ხსნარს გადასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტრის მერია მიკროავტობუსებისა და ტაქსის მფლობელებს სპეციალურ ხსნარას გადასცემენ, რომლითაც ავტომობილების დამუშავება მოხდება.


მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება კორანავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება.
„გუბერნიაში შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, სადაც ვიმსჯელეთ, რა შეიძლებოდა მოგვემოქმედებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ძირითადი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ კორონავირუსის პრევენციას. უკვე მოვახდინეთ ბაღების და სკოლების დეზინფიცირება. ამჟამად უნდა შევიძინოთ სპეციალური ხსნარი მანქანების დასამუშავებლად და გადავცეთ მძღოლებს უსასყიდლოდ. თან გავაკონტროლებთ, რომ ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ, რადგან ტრანსპორტი დღეში რამდენჯერმე უნდა დამუშავდეს. “

მისივე თქმით, სპეციალურ სითხეს მძღოლებს სავარაუდოდ ხვალ გადასცემენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერია / ხსნარი /