საზოგადოება
გურჯაანის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობაში შეიზღუდა რამდენიმე სერვისი.

„შეიზღუდა მიწის ლეგალიზაციის განცხადებების მიღება, იურიდიული დახმარებების გაწევა, აღარ ჩატარდება კომისიური შეხვედრები, კონკურსები, არ იმუშავებს აღიარების კომისია. თუმცა, ამის პარალელურად, არ გავაჩერებთ იმ აუცილებელ დახმარებებს, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, სოციალური და ჯანდაცვის კუთხით არსებული ვალდებულებები.
დღეს უკვე მაქსიმალურად შევზღუდეთ მოქალაქეების მიღება. თანამშრომლებიც თავისუფალ რეჟიმზე გადავიყვანეთ, ოღონდ ისე, რომ მერია პარალიზებული არ აღმოჩნდეს. როდემდე გაგრძელდება პროცესი ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის კომისიამ საგანგებო პანდემიად გამოაცხადა კორონავირუსი. “

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციური მუშაობის რეჟიმი გამოიყენონ. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის.

| Print |
FaceBook Twitter Google