საზოგადოება
კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში კი ამ დროისთვის 295 ადამიანი იმყოფება.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49 პაციენტი რჩება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით
| Print |
FaceBook Twitter Google