საზოგადოება
ხანძრის ჩასაქრობად ბელახევის ტყეში მანქანა ვერ შედის
ქალაქ გურჯაანში ბელახევის ტერიტორიაზე ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

როგორც speqtri.ge-ს სახანძრო სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ერთი მანქანა, თუმცა მიუდგომელი რელიეფის გამო, ტრანსპორტის შესვლა ვერ ხერხდება.  ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები ცდილობენ. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

| Print |
FaceBook Twitter Google