საზოგადოება
გურჯაანში ტაქსის მძღოლებს სადენზიფექციო ხსნარი გადასცეს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ტაქსის მძღოლებს სპეციალური ხსნარი გადასცეს, რომლითაც ავტომობილების დამუშავება მოხდება.


მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, მათ შესაბამისი ინსტრუქტაჟიც ჩაუტარდათ.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადასცა ამ ეტაპზე 200 ლიტრის ოდენობის სადეზინფექციო ხსნარი, რომლითაც უნდა მოხდეს ტრანსპორტის დამუშავება ყოველი მარშრუტის შესრულების წინ. მძღოლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი. ამით ვფიქრობთ ჩვენ წვლილს შევიტანთ კორონავირუსთან ბრძოლაში. მიმდინარეობს დაფასოება და მეორე ეტაპზე სპეციალური სითხე მიკროავტობუსების მძღოლებს დაურიგდებათ. გვაქვს მარაგი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად უზრუნველვყოთ სამარშრუტო საშუალებები.“

მისივე თქმით, დამუშავების პროცესს კონტროლს ზედამხედველობის სამსახური გაუწევს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტაქსი / ხსნარი /