საზოგადოება
საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება.

უწყების ინფორმაციით, 14-15 მარტს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი. 16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.

თბილისში 13 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსამდე დაიკლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google