საზოგადოება
სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდა
დღეიდან საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრებმა მიიღეს.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს.სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას“,-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეზღუდვა 10 დღე გაგრძელდება და ის სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google