საზოგადოება
ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება
18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება  აიკრძალება - აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა, ეს არ ნიშნავს, რომ დამშვიდების საფუძველი გვაქვს. ქვეყანა გადადის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევები გაიზრდება, შესაბამისად იზრდება გამოწვევებიც.

„ხვალიდან აიკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, ეს არის საკმაოდ რთული მენეჯმენტი, ეს არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ ყოველდღიურად მოახდიდნონ დეზინფიცირება, რაც გაგვიადვილებს რეისკების მართვას,“–განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.


პრმიერ–მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროება. თუ ამის აუცილებლობა დადგება ხვალ, ისინი მზად არიან მიიღონ აღნიშნული გადაწყვეტილება.

| Print |
FaceBook Twitter Google