საზოგადოება
რეკომენდაციები ბიზნესოპერტორებისთვის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად,ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.
  • გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
  • სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში მთელი რიგი სამსახურები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ასეთივე რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობამ როგორც უმაღლეს სასწავლებლებს, ასევე საჯარო თუ კერძო სკოლებს. პირველ აპრილამდე შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

| Print |
FaceBook Twitter Google