საზოგადოება
22 ადამიანი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში გადაიყვანეს
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო მონიტორინგის საფუძველზე კახეთიდან ერთი პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, 16 მარტს, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 22 ახალი ფაქტი გამოავლინა.

იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს მოქალაქეები თბილისიდან, ასევე, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.


როგორც შსს-ში განმარტავენ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1008 პირი იმყოფება.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
| Print |
FaceBook Twitter Google