საზოგადოება
7 ძირითად პროდუქტზე ფასი არ უნდა გაიზარდოს -პრემიერის დავალება [Video]
7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა , რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებთ ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა.

„ჩვენ ვამუშავებთ დეტალებს ბიზნესთან ერთად. დღის განმავლობაში გვაქვს სამუშაო შეხვედრები და შეჯერებული პოზიის შემდეგ მთავრობა ამას დაამტკიცებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის ინტერესებთან ერთად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესებიც. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო დგამს ისეთ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ გადაუდგამს.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მან ის 7 პროდუქტი დაასახელა, რომელთა ფასიც არ გაიზრდება. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.



| Print |
FaceBook Twitter Google