საზოგადოება
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის პოლიციამ კარანტინში 14 ადამიანი გადაიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისიდან, იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი.

უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.
| Print |
FaceBook Twitter Google