საზოგადოება
ხვალიდან ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, 21 მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება.


„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან. აქვე მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მომემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ,” – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, ამ რელობიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეში (ლარსი, წითელი ხიდი, სარფი) მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლობლებები, რაც მთავრობას საშუალებასმისცემს უკეთესად მართონ ვითარება.
| Print |
FaceBook Twitter Google