საზოგადოება
ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა
მნიშვნელოვანია, რომ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორიგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რა ნაბიჯებიც ქვეყანამ დღემდე გადადგა, მხედველობაში მაქვს ინფექციის შეკავებასთან და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია.განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორად ხდება იმის აღსრულება, რასაც მთავრობა დღეს ადგენს და რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა, ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მონიტორინგი,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა. როგორც ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ექსპერტების მიერ სოციალური დისტანცირება ჩაითვალა როგორც ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა და გავრცელების პრევენციისთვის.

ცნობისთვის, სოციალური დისტანცირება გულისხმობს მინიმუმ 1,5 მეტრი სივრცის შენარჩუნებას თქვენსა და გარშემომყოფებს შორის.



| Print |
FaceBook Twitter Google