საზოგადოება
სავაჭრო ობიექტები, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმ ბიზნესოპერატორების ნუსხა განსაზღვრა, რომლებიც საქართველოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ფუნქციონირებას განაგრძობენ:

  • სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
  • სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
  • სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;
  • ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
  • სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);
  • ვეტერინარული კლინიკები;
  • ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
  • ცხოველთა ფერმები;
  • ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
  • ზოომაღაზიები;
  • პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
  • სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული სია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.

გარდა ამისა, ქვეყანაში მუშაობას აგრძელებს საბანკო სექტორი, ბენზინგასამართი სადგურები და ფოსტა.

იხილეთ ამავე თემაზე:

კვების ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება
რეკომენდაციები ბიზნესოპერტორებისთვის
| Print |
FaceBook Twitter Google