საზოგადოება
გურჯაანის საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოების დეზინფექცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორპუსებში სადარბაზოების დეზინფექციის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროცედურები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყელა კორპუსის სადარბაზოში ჩატარდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას:

  • მოერიდონ თავშეყრის ადგილებს;
  • გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლიდან;
  • დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები;
  • თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილონ მითითებულ წესებს;
  • დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართონ ექიმს

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია: 1505
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 116 001
გადაუდებელი დახმარებისთვის დარეკეთ ნომერზე: 112
მუნიციპალიტეტის მერიასთან დასაკავშირებლად დარეკეთ ნომერზე: 0353 221223



| Print |
FaceBook Twitter Google