საზოგადოება
სურსათის მარაგების კეთება სრულად უსაფუძვლოა - ლევან დავითაშვილი
„გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. ის თავშეყრა, რომელიც სუპერმარკეტებშია, ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.

სოციალური დისტანცირება და იზოლაცია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მკაცრი პირობებით განისაზღვროს საგანგებო მდგომარეობა, სურსათის მიწოდება ქვეყანაში არ შეიზღუდება, ეს მინდა განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მარაგებზე ფიქრი და მარაგების კეთება სრულად უსაფუძვლოა, რადგან სურსათის მიმწოდებელი ობიექტები, სუპერმარკეტები, მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და მათთვის საათობრივი შეზღუდვები არ წესდება.


იხილეთ ამავე თემაზე:

ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას-ლევან დავითაშვილი
პროდუქტი უნდა იყოს თაროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით -გიორგი გახარია
| Print |
FaceBook Twitter Google