საზოგადოება
მოხალისეთა ჯგუფები ხალხმრავალ ადგილებში მონიტორინგს ახორციელებენ
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოხალისეთა ჯგუფებზე პასუხისმგებელმა პირმა, ბენო გეგეჭკორმა და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების მოხალისეებთან ონლაინ-ტრენინგი გამართეს და აუცილებელი რეკომენდაციები გააცნეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  მოხალისეთა ჯგუფები ერთგვარ თავშეყრის ადგილებთან: ბანკებთან, საბანკო ტერმინალებთან, ფოსტასთან, აგრარულ ბაზართან, არსებულ მომხმრებთა რიგებს დაარეგულირებენ. მათი მიზანია მაქსიმალურად აარიდონ მოსახლეობას თავშეყრის ადგილებზე ყოფნა.

ონლაინ ტრეინინგი მთელი კახეთის მასშტაბით გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მოხალისეთა ჯგუფებს სპეციალური ეკიპირება გადაეცათ. COVID-19 -ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროში მათ უკვე დაიწყეს ხალხმრავალ ადგილებში რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგი.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო



| Print |
FaceBook Twitter Google