საზოგადოება
მერიის საინფორმაციო კამპანია იორმუღანლოს თემში
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ იორმუღანლოს თემში საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი, მოსახლეობას საგარეჯოს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ, ლელა ოთარაშვილთან და კრიზისების მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვდა. -ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.


მათი ინფორმაციით, მოსახლეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მთავრობის რეკომენდაციები ადგილზე გააცნეს, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი სპეციალური განცხადებები სოფლის წარმომადგენლებს გადასცეს, მოქალაქეებს თავშეყრისგან თავის არიდებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ამ დროისთვის 61 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 8.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 3222 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტია.

| Print |
FaceBook Twitter Google