საზოგადოება
სოფელ ველისციხეში საკვირაო ბაზრობა არ გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის აგრარულ ბაზარში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველდღიური დასუფთავების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

მათივე ინფორმაციით, არ გაიმართება ველისციხის საკვირაო ბაზრობა.

„პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ხვალიდან იკრძალება საკვირაო ბაზრები. ეს შეზღუდვა ეხება სოფელ ველისციხეში არსებულ საკვირაო ბაზარს.“ - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შიდაგავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google