საზოგადოება
მოქალაქეებისა და ბიზნესის მერ შემოწირული თანხები stopcov ფონდში დაგროვდება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვა.

„კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში.“ - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, დღეისათვის ფონდში უკვე აკუმულირებულია 1 მილონ 370 ათასი ლარი.

ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.



| Print |
FaceBook Twitter Google