საზოგადოება
სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან.

„კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების დაწყების პირველივე დღეებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა გამოყენებულია საზღვრებზე, სადაც ყველა ტვირთის შემოსვლისას დამუშავება ხდება. სააგენტოს სპეციალისტები ის ადამიანები არიან, რომლებიც არაერთ რთულ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას და დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი სპეციალისტები ბოლნისსა და მარნეულში, კარანტინში შემსვლელ-გამომსვლელ მანქანებსაც ამუშავებენ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ჩვენი მძიმე ტექნიკა დღეს საკარანტინო ზონაში გაიგზავნება, სადაც დიდი სივრცეების დამუშავებას მოვახდენთ. რაც შეეხება თბილისს, მოხდება კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის დამუშავება, რათა დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკით დეზინფექცია განმეორდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკო-ში
რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა, პარტიების ნაწილს დღეს ამოეწურა.
2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკო-ში რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა, პარტიების ნაწილს დღეს ამოეწურა.
14:32 / 15.07.2020
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი  შემთხვევა
გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ
შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი  შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი.
10:32 / 15.07.2020
პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული
ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი
ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს
პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს
17:39 / 14.07.2020
გურჯაანში, ახტალისა და ჭანტურიას (ყოფილი ზუგდიდის) ქუჩების
მოსახლეობამ გუშინ speqtri.ge-ს დახმარებისთვის მიმართა. ისინი
ითხოვდნენ ატმითა და ვაშლატამით დატვირთული სატვირთო მანქანების
გაყვანას, რომელიც დიდების მემორიალის წინ 24 საათის განმავლობაში
ჩართული ძრავით იდგნენ.
გურჯაანში, ახტალისა და ჭანტურიას (ყოფილი ზუგდიდის) ქუჩების მოსახლეობამ გუშინ speqtri.ge-ს დახმარებისთვის მიმართა. ისინი ითხოვდნენ ატმითა და ვაშლატამით დატვირთული სატვირთო მანქანების გაყვანას, რომელიც დიდების მემორიალის წინ 24 საათის განმავლობაში ჩართული ძრავით იდგნენ.
13:46 / 14.07.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4817
USD
USD
1
3.0633
GBP
GBP
1
3.8349
TRY
TRY
1
0.4461
RUB
RUB
100
4.3094
ამინდი
გურჯაანი 20 / 33 °C
img
საგარეჯო 19 / 30 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 21 / 33 °C
img
ლაგოდეხი 19 / 29 °C
img
ყვარელი 20 / 33 °C
img
თელავი 19 / 31 °C
img
ახმეტა 19 / 32 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.