საზოგადოება
ვირუსის გადატანა ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება - პაატა იმნაძის რჩევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამარტთულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების იმ წესებზე, რომელთაც ზუსტად დაცვაკორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ ხელთათმანის გამოყენება ვირუსისგან დაიცავთ, მაგრამ ამასაც თავისი წესები აქვს.

„ჩვენს ვებგვერდზე დევს ნებისმიერი პროტოკოლი, მათ შორის, ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, დევს ვიდეოგაკვეთილებიც. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ნახონ ეს ყველაფერი.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. იმიტომ, რომ ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ისევე უნდა დამუშავება სპირტის შემცველი სადეზინფექციოსაშუალებით, როგორც ხელებს. რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მივიდებთ სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ ან ნიღაბს გავისწორებთ ავიწევ-ჩავიწევთ, ან რა განსხვავებაა თუ მობილურს ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ?

კარგად გავითავისოთ ეს ქცევები, ეს ჩემს კოლეგებსაც ეხებათ და სხვებსაც. კანიდან არაფერი იჭრება. ხელები რატომაა საფრთხილო? იმიტომ, რომ ხელებით ვეხებით სახეს, პირს, ცხვირს, თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ამის გადატანა, ამიტომ ხშირად უნდა დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც“.


საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4505 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტია.


ამავე თემაზე:
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
რეკომენდაციები ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსის პრევენციისთვის
დღეიდან კორონავირუსის საბოლოო დიაგნოსტირება საქართველოშიც შესაძლებელია
| Print |
FaceBook Twitter Google