საზოგადოება
ნაკლები კონტაქტი ადამიანებთან: ეს ეხება ეკლესიასაც, სამეგობროსაც და ოჯახურ თავყრილობებსაც - პაატა იმნაძე
„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე: ნაკლები კონტაქტი ადამიანებთან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველას ეხება.
-„ეს ეხება, ეკლესიასაც, სამეგობრო წრეებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც. დღეს რაც გვაქვს ყველა შემთხვევა, რაც ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, ეს იყო ძირთადად ოჯახური კლასტერები. ოჯახებში არ იყო, დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ.
დღეს არ არის არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც.“

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4505 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტია.

ამ დროისთვის საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები, თუმცა, პაატა იმნაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს.


ამავე თემაზე:

ვირუსის გადატანა ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება - პაატა იმნაძის რჩევა
ბაკურციხეში კორონა ვირუსის არარსებობას პაატა იმნაძეც ადასტურებს



| Print |
FaceBook Twitter Google