საზოგადოება
საკონტროლო გამშვები პუნქტი თელავშიც მოეწყობა
სპეციალური გამშვები პუნქტები საქართველოს კიდევ ორ ქალაქში მოეწყობა. ეს არის თელავი და ახალციხე. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.

„საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა, სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი", - განაცხადა მან ბრიფინგზე.

საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს საყოველთაო კარანტინი. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი გამოცხადებულია ე.წ. საკომენდანტო საათი, რომლის დროსაც იკრძალება გადაადგილება როგორც ტრანსპორტით, ისე ქვეითად.
| Print |
FaceBook Twitter Google