საზოგადოება
კორონავირუსის გამაფრთხილებელი აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშავდება
კორონავირუსის ე.წ. გამაფრთხილებელი აპლიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ სატესტო რეჟიმში მუშავდება. ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ქართული რეალობისთვის შესაბამისობაში მოყვანა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს აპლიკაციის სხვადასხვა საინფორმნაციო ბაზებით გამყარება და ქართული რეალობისთვის შესაბამისობაში მოყვანა. მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გვექნება მზად, უკვე შევძლებთ, რომ მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რათა მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული, ან ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება დაავადებათა კონროტოლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ასევე ადრეული კონტაქტების იდენტიფიცირებაში.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათან 26 გამოჯანმრთელებულია.

| Print |
FaceBook Twitter Google