საზოგადოება
საპატრიარქოს განცხადებით, ტაძრები საღამოს 8 საათზე დაიკეტება
დღეს სასულიერო პიერებმა მიიღეს შეტყობინებები საპატრიარქოდან დამატებითი რეკომენდაციების სახით.
გზავნილები ასეთია: „კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან, 4 აპრილიდან ტაძრებში ლოცვები დაიწყოს 4 საათზე და ტაძარი დაიკეტოს არაუგვიანეს 8 საათისა, რათა მრევლმა მოასწროს სახლში მისვლა და არ მოხდეს კომენდანტის საათის დარღვევა. იმ ტაძრებს, სადაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა მერანახევრის დაშორებით ნიშნულების გაკეთება, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აუცილებელია ამის დროულად გაკეთება და დასახმარებლად შეუძლიათ მიმართონ სამების ლავრის კეთილმოწესეს, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს. ასევე კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ მოხდეს ხატებისა და სიწმინდეების გაწმენდა სპირტით და ვარდის წყლით. ამისათვის უნდა გამოიყოს ერთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება. “ - განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ეკლესია ცდილობს გაითვალისწინოს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ისე სახელმწიფოს რეკომენდაციები გამკაცრებულ რეჟითან დაკავშირებით.


| Print |
FaceBook Twitter Google