საზოგადოება
საერთაშორისო გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებული ქვეყნების გვერდით ასახელებს
საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ისეთი ქვეყნების გვერდით ასახელებს, როგორიცაა ტაივანი, კანადა, სამხრეთ კორეა და ისლანდია. გამოცემის ცნობით, ამ ქვეყნების მაგალითები აჩვენებს, რომ COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია. ინფორმაციას ვებპორტალი on.ge ავრცელებს.


როგორც Foreign Policy წერს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ზოგიერთი ქვეყნის წარმატებული ისტორია მოულოდნელი იყო.
საქართველოს მაგალითზე ისაუბრეს პოდკასტში არ შეეხო შენს სახეს, რომლის სტუმარი ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა იყო.

გადაცემაში აღინიშნა, რომ ქვეყნის პატარა ზომისა და რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, თებერვლის ბოლოს ხელისუფლებამ სერიოზული ზომები მიიღო, მათ შორის სკოლების დახურვა და ტესტების ჩატარება.

"ის ფაქტიც დაეხმარა [საქართველოს], რომ ხელისუფლებამ თავიდანვე სერიოზულად აღიქვა [ვირუსი]. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მიჩვეულია კრიზისს, რომელმაც გადაიტანა სამოქალაქო ომი, 2008 წელს რუსეთის შემოჭრა და 90-იანების ძალიან ბნელი პერიოდი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა", — თქვა ანთელავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფირცირების 155 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 28.


წყარო: on.ge
| Print |
FaceBook Twitter Google