საზოგადოება
ერისიმედის მოსახლეობას სასურსათო პროდუქტი და ფქვილი დაურიგეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში მცხოვრებ 81 ოჯახს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სასურსათო დახმარება გადაეცა.
მერიამ მოსახლეობას ადგილობრივი ბიზნესმენის, ავთანდილ ტუხაშვილის ქველმოქმედებით შეძენილი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და თითო ტომარა ფქვილი გადასცა, მესაზღვრეებს კი - პირბადეები.

ხელისუფლებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის იმ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდეს, რომელიც სახლში დარჩენას, ჰიგიენური პირობებისა და სოციალური დისტანციის დაცვას გულისხმობს.

მოსახლეობას ჩაუტარდა თეროსკრინინგი. მერმა, ერისიმედის ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტს, მეგაფონი გადასცა, რათა დისტანციურად დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ ერისიმედი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარისპირა სოფელია, რომელიც ძირითადად აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტია გარდაცვლილი.


| Print |
FaceBook Twitter Google