საზოგადოება
14 პაციენტიდან კახეთში კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 14 პაციენტის ანალიზები კორონავირუსზე უარყოფითია. ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.

კახეთში მოქმედებს 4 ცხელების ცენტრი, სადაც მოხდება საეჭვო პაციენტების განთავსება და მათი კვლევა. ეს ცენტრები განთავსებულია ლაგოდეხში, საგარეჯოში და ორიც თელავში.

ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში, ათ საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე იმყოფება.

გუშინ კახეთის შემოსასვლელში, ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს  თერმოსკრინინგიც უტარდებათ.
კახეთის გუბერნატორის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს სწორედ საგარეჯოს ცხელების ცენტრში გადაიყვანენ. მისივე თქმით, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

| Print |
FaceBook Twitter Google