საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსისგან 46 პაციენტი განიკურნა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 196 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 46.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4674 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის - 362.

საქართველოში ასევე დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა. გარდაცვლილები არიან 79 წლის , 81 წლის და 86 წლის პაციენტები.

| Print |
FaceBook Twitter Google